მედია
პარლამენტან 36 პირი დააკავეს - შსს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე სულ 36 მოქალაქე დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უცნობია გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა.

რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ გამოუშვეს გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულის" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
| Print |