მედია
ამ დრომდე უცნობია რამდენი ადამიანი რჩება იზოლატორში, რომელიც გუშინ პარლამენტთან აქციაზე დააკავეს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე, სადაც შეკრებილი მოქალაქეები "რუსული კანონის" მიღებას აპროტესტებდნენ 36 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის დააკავეს. უცნობია, რამდენი რჩება ამ დრომდე იზოლატორში.

დაკავებულებს შორის იყვნენ "პუბლიკას" დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი. ისინი ღამით გაათავისუფლეს.

"გამომიშვეს ისე, რომ ხელწერილიც არ დამაწერინეს"- ზურა ვარდიაშვილი დაკავების დეტალებზე.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს". "ხალხის ძალის" ინიცირებულ ორივე კანონპროექტს ახლა იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

კომიტეტები პროტესტისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ჟურნალისტები. აქცია იმართებოდა პარლამენტის შენობის გარეთაც.

| Print |