მედია
პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციაზე კვლავ ხმაური და დაძაბული ვითარებაა.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდანაც პარლამენტი დეპუტატებმა უნდა დატოვონ.

ტერიტორიაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა.
| Print |