მედია
დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის -კობახიძე
დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეაფასებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.

„დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრისთვის. ეს არის ცალსახა და ყველაფრიდან იკვეთება. დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, - აღნიშნავს კობახიძე.
| Print |