მედია
"ჩვენ ვირჩევთ ევროპას" - ახალციხეში აქცია გაიმართება
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან აქცია გაიმართება. შეკრება სოციალურ ქსელში დაანონსდა.

"დღეს ისე, როგორც არასოდეს, ჩვენს დასავლურ, განვითარებულ მომავალს ექმნება საფრთხე, დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენ გვჭირდება, ღიად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი, მესხების ( მისი თითოეული მოქალაქის) არჩევანი არის საქართველოს ევროპული მომავალი, ოკუპანტი ქვეყნისგან შორს
ყველა ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, იაზრებს რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ამიტომ

დაივიწყეთ პარტიული კუთვნილება, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გელით დღეს, 15:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან, მშვიდად წყნარად, დინჯად, ისე როგორც ჩვენ მესხებს შეგვეფერება"
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |