მედია
გიდასტურებთ, რომ კანონი მეორე მოსმენით ჩავარდება - მდინარაძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა, მეორე მოსმენით ჩავარდება.

"მეორე მოსმენით გავა რეგლამენტის თანახმად და მეორე მოსმენით ჩავარდება, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ და ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს"
, - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, "სპეკულაციაა" ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე ყურადღების გადატანა და ამ გადაწყვეტილებას "უკან ვერავინ წაიღებს".

"აბსოლუტური სპეკულაციაა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე საკითხებზე გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც, ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს. თორემ ხალხის პროტესტზე თუ არის საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება, ამის უკან წაღების", - აღნიშნა მან.
| Print |