რეგიონი
"სომხეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია წარმატებებს უსურვებს საქართველოს" - ლევონ შირინიანი
სომხეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს დემოკრატია ბოლო დღეებში ახალ გამოცდას გადის. კრემლი და მისი მოკავშირეები საქართველოში, თითქოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მიზნით და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედზე ზრუნავენ, ცდილობენ საქართველო შეინარჩუნონ რუსული ჩექმის მჩაგვრელი გავლენის ქვეშ და გაანადგურონ საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიღწევები. ამგვარად ქვეყანა შევა ავტორიტარულ, ანტიდემოკრატიულ და ანტიცივილიურ სამყაროში, რომლის ბირთვიც რუსეთია. ამ პირობებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული მოძრაობის ძლიერი აჯანყება, რომელმაც აიძულა რუსეთზე ორიენტირებული ხელისუფლება უკან დაეხია, მართლაც გმირული იყო.

ამრიგად, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის დასაცავად გადაიდგა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ჯერ კიდევ დასაფიქსირებელია. იმავდროულად, ბოლო წლების კავკასიაში განვითარებულმა მოვლენებმა და უკრაინის ფრონტზე რუსული არმიის სისხლდენის ფაქტმა შექმნა საუკეთესო პირობები ბარენცის ზღვიდან დემოკრატიული კედლის (ბარიერის) ფორმირებისთვის – ფინეთი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, არაქსის ველამდე.

დარწმუნებული ვართ, რომ ასე იქნება. საქართველოში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ დემოკრატიის გამარჯვება დემოკრატიის გამძლეობასა და დაცვასაც გულისხმობს. სომხეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, როგორც სომხური რევოლუციის დაბადება, მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიის პოზიციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და მიესალმება და წარმატებებს უსურვებს საქართველოს დემოკრატიის გამარჯვებას. ავტორიტარიზმი და ავტოკრატია განწირულია და ისტორიის ნაგავსაყრელზეა. სომხეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე: ლევონ შირინიანი. ქ. ერევანი, 10.03.2023წ."
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |