მედია
Tv9news.ge ახალ პროექტს იწყებს
Tv9news.ge ახალი პროექტის “სამცხე-ჯავახეთის ქალები უფლებებისთვის”ფარგლებში აცხადებს კონკურსს ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად. პრიორიტეტი მიენიჭება სოფლად მცხოვრებ ქალებს. პროექტის მიზანია ეთნიკური უნცირესობებით დასახლებულ რეგიონში მცხოვრებ ქალებს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა უფლებების შესახებ.

შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ საგანმანათლებლო ტრენინგები. ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, მონაწილეები თავად მოამზადებენ ვიდეორგოლებსა და ფოტორეპორტაჟებს. საუკეთესოები გამოქვეყნდება Tv9news.ge -ს ონლაინ და სოციალური ქსელების გვერდებზე. ფოტო/ვიდეო მასალის თემატიკა უნდა ასახავდეს ქალთა ყოფის, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციას.

მონაწილეობის მსურველებს ინფორმაციის გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 26 თებერვლის ჩათვლით.
| Print |