ამინდი
მზე და ყინვა - ამინდის პროგნოზი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით 28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სინოპტიკოსების ვარაუდით კი 30 მარტს გაწვიმდება.

25 და 26 მარტს ახალციხეში თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +15 და +18 გრადუსს, ღამით კი მინუს 2 და +1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც მზეა. დღისით +11 და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 2 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.

თბილი და უნალექო ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +13 და +17 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3 და 0 გრადუსი იქნება. მზეა ადიგენშიც, დღისით +10 და +11 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით მინუს 7 და მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +9 და +13 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით მინუს 7 და მინუს 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +7 და +10 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 და მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზეს და ყინვას ვარაუდობენ. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +9 და +11 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 8 და +1 გრადუსი ყინვა იქნება. უნალექო ამინდია ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +6 და +9 და ღამით მინუს 8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც თბილი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +17 და +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 და +7 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტამდე, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
| Print |