მედია
თქვენი შემოსავლიდან ალბათ ხარჯები არ არის სწორი და ამის გეშინიათ - ირაკლი ლაზარაშვილი ჟურნალისტებს

მას შემდეგ, რაც "ფეისბუკმა" ე.წ. რუსული კანონის შესახებ გამოქვეყნებული პოსტები ცრუ ინფორმაციად მონიშნა და წაშალა, "ქართულმა ოცნებამ, ინფორმაციის გამოქვეყნება ქუჩებში, პლაკატების სახით დაიწყო.

ბათუმის, ქუთაისის, გორისა და ფოთის შემდეგ მსგავსი პლაკატები, 9 აპრილს, ახალციხის ქუჩებშიც გამოჩნდა.

ქალაქის ცენტრალური ადგილების გარდა, პლაკატები გაკრულია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზეც".

ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი განმარტავს, რომ საფრთხე შესაძლებელია მოდიოდეს როგორც ევროპისგან და ამერიკისგან, ასევე სხვა ქვეყნების გავლით, ,,გამჭვირვალობა კი რატომ არის პრობლემა, გაუგებარია".
ახალციხის მერმა აღნიშნა ისიც, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ პლაკატები ახალგაზრდების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გააკრა და მასთან კავშირი „ქართული ოცნების“ ახალაგზრდულ ორგანიზაციას და ზოგადად პარტიას არ აქვს.
| Print |