ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას აპროტესტებენ. გარდა ამისა, ითხოვენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების დაუყოვნებელ გათავისუფლებას და ქვეყნის დასავლურ კურსზე დაბრუნებას.
საყოველთაო გაფიცვას ახალციხეც შეუერთდა. დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა სამი საათით დააანონსეს.
,,საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება" - მიაჩნიათ ორგანიზატორებს.