მედია
USAID-ის ვებგვერდი გათიშულია
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი მიუწვდომელია. როგორც „როიტერი“ წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.

ვებგვერდზე შესვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება: „სერვერის IP მისამართი ვერ მოიძებნა“.

„როიტერის“ ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.
| Print |