ორნაბიჯიან ოთახშიც, ორიათას ნაბიჯამდე გაიარეთ და მიხვდებით, როგორ კარგად ხდებით - ახალციხელი კოვიდინფიცირებული
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ - სახლში მკურნალობენ. ერთ-ერთია ლელა ბლიაძე, რომელსაც COVID19-ის დიაგნოზი ერთი კვირის წინ დაუსვეს. ოჯახიდან სამივე წევრი - თვითონ, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ინფიცირებულია. ვირუსის სიმპტომები პირველად სწორედ ბავშვს გამოუვლინდა, ამიტომ დედა ვარაუდობს, რომ ის სკოლაში დაინფიცირდა, რადგან თანაკლასელებს კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდათ. ნახეთ ლელა ბლიაძის რჩევები.

| Print |