პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი ჯავახეთშია
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკიდან დაიწყო. სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა


და დაწყებითი კლასის მოსწავლეები სომხეთის პრემიერ–მინისტრს ორი ქვეყნის დროშებითა და სკანდირებით – ნიკოლ, ფოკა დახვდნენ. პრემიერ მინისტრს ფოკაში ელოდებიდნენ სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები, რეგიონის ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა. ფოკაში შეკრებილ საზოგადოებას ნიკოლ ფაშინიანმა სომხურად მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში წარმატებული შეხვედრები გამართა, რაც ქართულ–სომხური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობს.



ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას უწოდებს ფაშინიანის ვიზიტს ეპისკოპოსი ვაზგენ მიზახანიანი. სასულიერო ლიდერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სომხეთის პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ჯავახეთში, განსაკუთრებით იმ ორ რეგიონში, როგორიც არის ქვემო ქართლი და ჯავახეთი.



ადგილობრივი მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ამ ვიზიტით, ორივე ქვეყანა მათთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხების – სოციალური პრობლემებისა და ქვეყნიდან გაზრდილი მიგრაციის შემცირების პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს.

Print