პოლიტიკა
დაზიანებული გზები, უსახლკარო ძაღლები, სასმელი წყლის ხარისხი და გრაფიკი – პრობლემები ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ პირველი სხდომა გამართა. სხდომა ახალციხის მერმა მიმდინარე და დაგეგმილ

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრით გახსნა. საბჭოს წევრებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცენტი ქალაქში დაზიანებულ გზებზე, უსახლკარო ძაღლებზე, სასმელი წყლის ხარისხსა და გრაფიკზე გააკეთეს.

წევრებმა თვითმმართველობას მიმდინარე პროექტებზე მოსახლეობის ინფორმირების გზები დაუწუნეს.

სხდომას მერიის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საბჭოში ამჟამად 27 წევრია.

ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საბჭოს შექმნის მიზანი, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობაა.

როგორც მერმა განაცხადა, თვითმმართველობას სურს, რომ მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია.

საბჭოს წევრები, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბნენ. ზაზა მელიქიძის განცხადებით, თვითმმართველობა სხდომებს ყოველკვარტალურად გამართავს.


Print