პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში კონსულტაციებს მართავს
საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა იყო.

საქართველოს პრეზიდენტი რჩება აჭარაში და გამოთქვამს მზადყოფნას, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები მოისმინოს, მათ შორის მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძეს შეხვდეს. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის სურვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა თავად გამოთქვეს.

გასულ კვირას, უმრავლესობამ პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. კონსულტაციების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურა უნდა დაასახელოს, უმაღლესმა საბჭომ კი დაამტკიცოს.

ამ დრომდე უცნობია, გიორგი მარგველაშვილი დამოკიდებულება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

Print