პოლიტიკა
26 ივლისს, თოქ–შოუ ,,დიალოგში", პარლამენტის წევრი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე "მე–9 არხის" პირდაპირ ეთერში, 26 ივლისს, თოქ-შოუ ,,დიალოგში" საკრებულოს ყოფილ წევრს ჯიმშერ გოგოლაურს ბოდიშს მოუხადოს. პარლამენტის წევრი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს –კოპაძის ეს გადაწყვეტილება მისმა ადვოკატმა დავით მუმლაძემ "მე–9 არხს" 24 ივლისს, კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ორწელიწადნახევრის წინ, ადგილობრივი ტელევიზიით გაკეთებული განცხადების უარყოფა, უზენაესმა სასამართლომ, ახალციხის ყოფილ მერს 17 იანვარს დაავალა, თუმცა გიორგი კოპაძემ გადაწყვეტილება არ აღასრულა. ამიტომ საკრებულოს ყოფილმა ოპოზიციონერმა წევრმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 12 ივნისს მიმართა.

აღმასრულებლებმა მხარეებთან მოლაპარაკებები აწარმოეს და ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად ტელეკომპანია "მე–9 არხს" წერილობით მიმართეს, რათა განისაზღვროს როდის დაუთმობს ადგილობრივი ტელეკომპანია საეთერო დროს გიორგი კოპაძეს ბოდიშის მოსახდელად.

აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: ,,მოპასუხე გიორგი კოპაძეს დაევალოს მეცხრე არხის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაცემა ,,დიალოგის" პირდაპირ ეთერში ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ქალაქ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის მიერ გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, - ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ტელეკომპანიის მეშვეობით, შემდეგი სახით: ,,პატიმრები, რომლებსაც შენ ბოთლებზე სვამდი და ფანჯრიდან აგდებდი, რის გამოც პოლიციიდან გამოგაგდეს" მიჩნეულ იქნა ცილისწამებად, ჯიმშერ გოგოლაურის პატივისა და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახავ განცხადებად".

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დავა ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო და ახალციხის ყოფილი მერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. კოპაძეს გოგოლაურისთვის სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდაც მოუწევს.
Print