პოლიტიკა
,,კახა სამხარაძემ ბევრი შეხვედრა გამართა" – გიორგი კოპაძე
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენეს სხვა ოთხ გუბერნატორთან ერთად. ეს გადაწყვეტილება დღეს პრემიერ – მინისტრმა

მამუკა ბახტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის გადაწყვეტილება ,,მეცხრე არხი"–ს პირდაპირ ეთერში პარლამენტის წევრმა შეაფასა.

,,ამის ანალიზი არ მომხდარა, რისი გაკეთება მოასწრო და რისი ვერა. კახა სამხარაძემ ბევრი შეხვედრა გამართა და იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილება იქნება მისი დაწინაურებისთვის" – განცხადა მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ.
Print