პოლიტიკა
ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორია
7 რეგიონის 7 ახალი რწმუნებული არჩევნებამდე ორი თვით ადრე პრემიერმა 20 აგვისტოს წარადგინა.

მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო რწმუნებულებს დავალებები წარდგენისთანავე მისცა.

,,ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მექანიზმი. ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ პირდაპირი კავშირი გვქონდეს ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რაც თითოეულ სოფელში არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი შესაძლებლობა მათზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 20 აგვისტოდან შეუდგა, თუმცა როდის გაეცნობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, შეცვლის თუ არა მოადგილეებს და რა იქნება მისი პირველი ნაბიჯები – ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციაში ინფორმაცია არ აქვთ. გუბერნიაში მოლოდინის რეჟიმში არიან.

ბესიკ ამირანაშვილი საჯარო სამსახურში ძალოვანი უწყებიდან გადმოვიდა. იგი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა კახეთის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის სამმართველოსა და დეპარტამენტებში. ხოლო 2016/17 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ბესიკ ამირანაშვილის რეგიონის პირველ პირად დანიშვნის შესახებ მეცხრე არხმა ინფორმაცია ექსკლუზიურად, 19 აგვისტოს გაავრცელა.

ქვეყნის 9 გუბერნატორიდან 7 შეცვლილია.
Print