პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში დააბრუნეს
ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.

ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას კვლავ სასუნთქი გზების მწვავე პრობლემა აქვს. ჩივიაშვილის განმარტებით, ვინაიდან ორთვიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მათ მიმართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რათა მომხდარიყო მერაბიშვილის გადაყვანა კლინიკაში.

„ისიც არ ვიცით რა დიაგნოზი აქვს დასმული. დაახლოებით ერთი კვირის წინ მივწერე სასჯელაღსრულებას და მოვითხოვე თუ რა დიაგნოზი დაისვა და იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რითაც მკურნალობენ მას, თუმცა პასუხი ჯერ არ მაქვს, ველოდები“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
Print