პოლიტიკა
დაპირისპირება სხვილისში პლაკატების გაკვრის გამო
,,სხვილისის შესასვლელში, გზის ნაპირზე დავით ბაქრაძის პლაკატები გავაკარით, აღმოჩნდა, რომ სოფლის ცენტრში რწმუნებული გევორქ ექნოსიანი ერთერთ ოჯახში იმყოფებოდა და მისივე თქმით,

გველოდებოდა კიდეც. იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გვითხრა, რომ პლაკატების გაკვრის უფლება ომის ვეტერანთა მემორიალის მიმდებარე კედელზე არ გვქონდა" – აცხადებს www.tv9news.ge - სთან პაატა ხითარიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატების გაკვრისას, პარტიის წევრები და სოფელში მერის წარმომადგენელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი 16 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათისთვის მოხდა.

პაატა ხითარიშვილის განმარტებით, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მათ მათ მემორიალიდან ოთხივე პლაკატი ჩამოხსნეს. ევროპული საქართველო"-ს წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ სოფლის რწმუნებულის გაღიზიანება მისმა მუდმივად ოპოზიციაში ყოფნამ განაპირობა.



Print