პოლიტიკა
11 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი ახალციხეში
თეატრის შენობაში შეკრებილ ამომრჩეველს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მიმართეს. ზურაბ ხარატიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ყურადღება სიღარიბესა და საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაზე გაამახვილეს.

დამოუკიდებლობა, თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა – ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მათი რჩეული გაიმარჯვებს.

გრიგოლ ვაშაძემ საუბარი ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო.

,,როდესაც ჩვენი სამშობლოს მომავალზე ვფიქრობთ, არც სევდით გათანგული პესიმისტები უნდა ვიყოთ და არც უაზროდ გახარებული ოპტიმიზმებით, ბევრი იქნება განსაცდელი, დაბრკოლება გადასალახი. ძალიან ბევრი იქნება ის გამოწვევა, რომელსაც გამოიწვევს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის არაპროფესიონალიზმი, პოლიტიკური სიბეცე, სიზარმაცე და სიხარბე, ხშირად ლაჩრობა და სულმოკლეობა, მაგრამ ჩვენ გადავლახავთ და გავიმარჯვებთ ამ სამი სიტყვისთვის – დამოუკიდებლობა, თავისუფლება, თანასწორობა და ასევე სამართლიანობა" – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


Print