პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ოფისში სხდომა მიმდინარეობს
"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან.
დღევანდელ შეხვედრას, არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

პარტიის ოფისში უკვე მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები. შეხვედრას დაესწრება პრემიერ-მინისტრიც.
შეხვედრას უნდა დაესწროს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

მმართველი პარტიის სხდომის პარალელურად, შენობასთან აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი მმართველი გუნდის წევრებისგან მოითხოვენ, პასუხი გასცენ ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში "ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ჩანაწერების გავრცელებისა და "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის სკანდალური განცხადებების შემდეგ გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print