პოლიტიკა
,,ქართული ოცნება" რეგიონებში აქციებს იწყებს
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება, არჩევნების წინა დღეს კი თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა.

საკრებულოს დეპუტატი, მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლების“ წევრი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყველა რეგიონში აქციები ჩატარდება იმისთვის, რომ მოსახლეობას მოუწოდონ, უარი უთხრან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას“.

„ხალხი არის მაქსიმალურად კონსოლიდირებული და ერთიანი იმ ღირებულებების სადარაჯოზე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით 2012 წელს მოიპოვა. ამაში საზოგადოებამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. ხშირ შემთხვევაში ეს იყო ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ჩვენი თავისუფლება. ეს მონაპოვარი ასე ადვილად არ დაითმობა. პირველი შეხვედრა დაგეგმილია 11 ნოემბერს თელავში, შემდეგ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ყველგან, სადაც ეს მოკლე ვადები მოგვცემს საშუალებას, რათა მოსახლეობას მოვუწოდოთ დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე, კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრას უარი ქვეყანაში არეულობას და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას,“ - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
Print E-mail
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook