„რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად წარმოჩენას ცდილობს“ - ლია გიგაური
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რუსეთის და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება.
ლია გიგაურმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა.
„ფაქტია, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც რუსეთი ცდილობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები წარმოაჩინოს დამოუკიდებელ სუბიექტებად. საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია ამ პრობლემის შესახებ და რუსეთს ეს პროვოკაციული ნაბიჯი არ მოუტანს იმ შედეგს, რისთვისაც არის გამიზნული“, - აღნიშნა ლია გიგაურმა ახალციხეში, სტუდენტებთან შეხვედრისას.
სერგეი ლავროვსა და დიმიტრი მედოევს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.