პოლიტიკა
,,ავტობუსები ,,გამგეობამ გამოგვიყო" და ახალციხეში ჩამოგვიყვანა" – მაყურებელი ბორჯომიდან
ახალციხეში, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.

,,როცა გავიგეთ რომ კონცერტია, ძალიან ბევრი წამოვედით, რამდენიმე ავტობუსით, ,,გამგეობამ გამოგვიყო" და ახალციხეში ჩამოგვიყვანა. მე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვარ", – აღნიშნავს მეცხრე არხთან ბორჯომის მკვიდრი.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მიკროავტობუსებით სკოლის პედაგოგები მთიანი სოფლებიდან – ხეოთიდან და ქიქინეთიდანაც ჩამოვიდნენ.



,,იქნებ ქალმა პრეზიდენტმა გვიშველოს“ – აღნიშნავს ხეოთის სკოლის ერთ–ერთი პედაგოგი.

,,ბორჯომიდან ავტობუსებით დაახლოებით 500 ადამიანი ვიქნებით წამოსული“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერმა.

ახალციხეში გამართულ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე მონაწილეობდნენ: ბექა ჩხაიძე, სალომე ბაკურაძე, სალომე გოგიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, აჩი ფურცელაძე, ჯგუფი „ალილო“ და ანსამბლი "ფორტე". 



სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტები ბათუმიდან 14 ნოემბერს დაიწყო. ოზურგეთის, ამბროლაურის, მცხეთის, ახალქალაქისა და კახეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ დღეს ახალციხეში გაიმართა. ახალციხის შემდეგ, 21 ნოემბერს, გორია დაგეგმილი, ხოლო მხარდამჭერი კონცერტების დასკვნითი ეტაპი თბილისში – სამგორსა და გლდანში ჩატარდება.
Print