პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძემ ახალქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებმაც მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

გრიგოლ ვაშაძემ პირველი ტურის შედეგებზე, არჩევნების შემდგომ ინციდენტებსა და ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება.

კანდიდატთან შეხვედრაზე მისულ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას, მიხეილ სააკაშვილმა „სკაიპით“ მიმართა. ყოფილმა პრეზიდენტმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელდა. 

ფოტოები: jnews.ge



Print