პოლიტიკა
,,სიკეთე აპოლიტიკური მოვლენაა“ - გედი ფოფხაძე
ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი აპოლიტიკურს უწოდებს

და აცხადებს, რომ ,,ამას დიდი ფინანსისტობა არ ჭირდება, რომ მიხვდე და პოზიტიური ფაქტორი დაინახო, ყველანაირად სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც შავ სიაში იყვნენ მოქცეულნი. ამ ეტაპზე შავი სიის გაუქმება ძალიან კარგია, ამ გადაწყვეტილებით ყველა მოქალაქეს სუფთა საკრედიტო ისტორია მიეცა, ამაში ნეგატიურის ძებნა იგივეა, რომ სიკეთის კეთებაში ეძებო ცუდი ადამიანმა“.

გედი ფოფხაძის აზრით,  ,,თუ ვინმე ვინმეს სიკეთეს უკეთებს, ეს ცალსახად პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. სიკეთე საერთოდ აპოლიტიკური მოვლენაა და ამას პოლიტიკური ნიშანი არ აქვს. გათვლილია იმაზე, რომ ვისაც უჭირს ხელი გავუწოდოთ და დავეხმაროთ, რათა მანაც შეძლოს რაღაცის მიღწევა. რაღაც ნიუანსებში ჩაწვდომა და უარყოფითის ძებნა არა მგონია სწორი იყოს“.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 -მდე მადამიანს ბანკების მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც ჯამში მილიარდნახევარ ლარამდეა 31 დეკემბრამდე გაუნულდება.


Print