პოლიტიკა
ოპოზიციის მხარდამჭერებს თელავში არ უშვებენ
სამცხე-ჯავახეთიდან 90-მდე ავტომობილი, ოპოზიციის სხვა მხარდამჭერებთან ერთად, ყვარელის გადასახვევთან დგას. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, მათ თელავში არ უშვებენ. 

"სამ ადგილზე აქვთ გადაკეტილი გზა. სპეცრაზმელები, პოლიციაა მობილიზებული. დიდი ავტობუსები დგას გზაზე და გვეუბნებიან, ბრძანება გვაქვს და არ შეგვიშვებთო. ათასობით მხარდამჭერია აქ შეკრებილი. ველოდებით რა მოხდება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის წევრი ირაკლი ბარძიმაძე. 

ოპოზიციის მხარდამჭერები თელავში დილიდან გაემგზავრნენ. "ნაციონალურ მოძრაობას" სურდა, რომ ინაუგურაციის პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაეპროტესტებინა. 
Print