პოლიტიკა
,,,მუნიციპალიტეტები, რომლებიც წარმატებით განახორციელებენ პროექტებს, მეტ დაფინანსებას მიიღებენ" - მარინა გაჩეჩილაძე
სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად 2018 წლის პროექტები შეაჯამა

და მომავალი წლის გეგმები განიხილა. ილია ბეგიაშვილის განმარტებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობას ტენდერების ვადის შემცირება სთხოვა.

ახალი რეგულაციით, ყველა სამშენებლო კომპანიას თანაბარი კონკურენციის პირობებში შეეძლება ტენდერებში მონაწილეობა.

აგრეთვე გამარტივდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაცია და კიდევ უფრო შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდება პრიორიტეტული პროექტები.

2019 წელს განახლდა სოფლის პროგრამა და გამარტივდა სტიქიისა და მისი პრევენციის პროცედურები.

,,გარდა ამისა, აღდგა სოფლის დახმარების პროგრამა, ამ შემთხვევაშიც პროცესები გამარტივებული ტენდერების საშუალებით დაიწყება" - აცხადებს ილია ბეგიაშვილი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებში თანხების განაწილების საკითხს, ამოქმედდა ბონუსური სისტემა.



სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მუნიციპალიტეტები დამატებით თანხას მიიღებენ.

Print