პოლიტიკა
ახალციხის მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომლებს არჩევენ
ახალციხის მერიაში გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

17 ვაკანტურ პოზიციაზე 80 მოქალაქის 210 განაცხადი შევიდა. ყველაზე მეტი განცხადება საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელისა და საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე შევიდა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ აპლიკანტების საბუთები უკვე გადაარჩიეს. შემდეგი ეტაპი გასაუბრებაა, რომელიც თვითმმართველობაში უნდა ჩაინიშნოს.

მერიამ კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე 28 დეკემბერს გამოაცხადა.

პოზიციები, რომლებზეც ვაკანსია იყო გამოცხადებული:

1 ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი 
2 კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი 
3 უფროსი სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში 
4 საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი 
5 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის განყოფილებაში 
6 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში 
7 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის საკითხებში 
8 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილებაში 
9 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში 
10 სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური ხელმძღვანელი 
11 მერის წარმომადგენელი ქ. ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში 
12 საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი 
13 სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი 
14 კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი 
15 ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი 
16 მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი 
17 სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 
Print