პოლიტიკა
ახალციხის მერიამ 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსანტები შეარჩია
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის წესით, 17 ვაკანტური ადგილიდან 13-ზე კონკურსანტები შეარჩიეს.
პოზიციებზე შერჩეული პირები მას შემდეგ დაინიშნებიან, როცა საჭირო დოკუმენტაციას წარადგენენ.
  1. ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი
  2. კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი
  3. უფროსი სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში
  4. საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი
  5. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის განყოფილებაში
  6. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის საკითხებში
  7. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილებაში
  8. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში
  9. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური ხელმძღვანელი
  10. მერის წარმომადგენელი ქ. ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში
  11. საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი
  12. კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი
  13. სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
მერიაში ოთხი პოზიცია ისევ ვაკანტურია.

ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი სპეცილისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში.

17 ვაკანტურ პოზიციაზე 80 მოქალაქის 210 განაცხადი შევიდა. ყველაზე მეტი განცხადება საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელისა და საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაფიქსირდა. შერჩეულმა აპლიკანტებმა გასაუბრება გაიარეს.
Print