პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 13 მარტს შედგება.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბიშვილი ერევანს პრეზიდენტ არმენ სარგსიანის მოწვევით ესტუმრება.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტი რანგში ოფიციალური შეხვედრები უკვე გამართა ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავღანეთში, აზერბაიჯანსა და ლიეტუვაში.
Print