პოლიტიკა
ახალციხეში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად მურმან თოთაძე დანიშნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად მურმან თოთაძე დანიშნეს. იგი საქმიანობას 18 მარტიდან შეუდგა.

მურმან თოთაძე პოზიციაზე საკონკურსო კომისიამ შეარჩია.

მურმან თოთაძე აღნიშნულ პოზიციაზე გასულ წლებშიც მუშაობდა. ქალაქ ახალციხის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსას 2014 წელს დაინიშნა, სამსახურიდან 2017 წელს - რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლდა.

გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში მას შემდეგ პოზიცია ვაკანტური იყო. თვითმმართველობამ კონკურსი რამდენჯერმე გამოაცხადა, როგორც მურმან თოთაძემ გვითხრა, საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში არაერთხელ მიიღო მონაწილეობა, თუმცა პოზიციაზე მხოლოდ ახლა შეარჩიეს.
Print