პოლიტიკა
სამუსიკო სკოლების გაერთიანება და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - სხდომა ახალციხის საკრებულოში
ქალაქ ახალციხის, ვალის და აწყურის სამუსიკო სკოლების ა(ა)იპ-ები გაუქმდა და ერთ ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდა. საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

ახალციხის მერის თქმით, ჯერ არ არის განსაზღვრული, ვინ დაიკავებს ხელმძღვანელის პოზიციას. ზაზა მელიქიძე განმარტავს, რომ საშტატო ნუსხაში ცვლილებები შევა, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციას შეეხება.

ამის გარდა, დეპუტატებმა კიდევ 10 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის მიწის ნაკვეთების ფასზე, რომლებიც მუნიციპალიტეტში იყიდება. დეპუტატებმა აუდიტის შეფასება - 1კვ.მ. 25 ლარი გააპროტესტეს.

სხდომაზე დაამტკიცეს პროექტები, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება.

მუნიციპალიტეტის საკითხების განხილვისთვის ახალციხის საკრებულოს დეპუტატები წელს მესამედ შეიკრიბნენ.


Print