როგორ გააგრძელებენ მუშაობას ,,რესპუბლიკელებისა" და ,,ეროვნული ფორუმის" წევრები თვითმმართველობებში
,,რესპუბლიკური პარტიისა“ და ,,ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ინდივიდუალურად მიიღონ, ახალციხეში აფასებენ. ,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში უნდა დარჩენილიყო – ფიქრობს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის წევრი. თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წარმომადგენლობით ორგანოში, უმრავლესობასთან ურთიერთობის გაფუჭება არ გამოუწვევია.

,,რესპუბლიკური პარტიისა“ და ,,ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ინდივიდუალურად მიიღონ, ახალციხეში აფასებენ.

,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში უნდა დარჩენილიყო – ფიქრობს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის წევრი. თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წარმომადგენლობით ორგანოში, უმრავლესობასთან ურთიერთობის გაფუჭება არ გამოუწვევია.

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, ახალციხის წარმომადგენლობით ორგანოში ცვლილებებსა და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს არ გამორიცხავს. ქალაქ ახალციხის საკრებულოში წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, რესპუბლიკელებთან კოალიციას გამორიცხავენ, თუმცა იმას არ უარყოფენ, რომ შესაძლოა, კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ,,რესპუბლიკური პარტიისა“ და ,,ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილება, ადგილობრივ დონეზე საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს. რესპუბლიკელი მოადგილის გადაყენებას  არ ვარაუდობს საკრებულოს თავმჯდომარე.

მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ მიმდინარე პროცესები წინასაარჩევნოდ წამოწყებული პოლიტიკური თამაშია.

ახალციხის თემის საკრებულოში ,,რესპუბლიკურ პარტიას” სამი დეპუტატი ჰყავს, ,,ეროვნულ ფორუმს“ კი ერთი – თამარ გოგინაშვილი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.  ,,მე–9 არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჯერ შიდაპარტიული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კომენტარს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააკეთებენ.


Print