პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ახალციხეში ადგილობრივ ხელისუფლებას ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტი დილიდან მხარის რწმუნებულსა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.

საუბარი მხარის რწმუნებულმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაიწყო.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი მცირე მეწარმებს შეხვდება და ბოლოს სოფელ მუსხში ერთერთ მეწარმეს ესტუმრება.

დღეს, 13 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში ოფიციალურ შეხვედრას მუსხში დაასრულებს. სალომე ზურაბიშვილი 14 აპრილს ახალციხიდან ახალქალაქში გადაინაცვლებს, სადაც ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

ასევე, ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.
Print