პოლიტიკა
პრეზიდენტი ახალციხეში მეწარმეებს შეხვდა
„რეგიონის განვითარება მეწარმეების იდეებზე და ინიციატივებზეა დამოკიდებული“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში იმ მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც მცირე ბიზნესი პროგრამა "აწარმოე საქართველოს" დაფინანსებით დაიწყეს.

პრეზიდენტმა საქართველოს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყანას ჩამორჩენა აქვს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჩაერთვება მეწარმეების მხარდასაჭერად წამოწყებული პროექტების პოპულარიზაციაში.

"აწარმოე საქართველოს" დირექტორის მოადგილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით, 800 საწარმოა დაფინანსებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მლნ. ლარამდე დაიხარჯა.

პროექტის წარმომადგენლების თქმით, სამცხე-ჯავახეთში ლიდერობს ტურიზმის სფერო - ყველაზე ხშირად სასტუმროს ტიპის სახლების მოწყობაა დაფინანსებული.

Print