პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საროს დედათა მონასტერს ესტუმრა
ახალციხის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საროს მთავარენგელოზთა სახელობის ტაძარსა და დედათა მონასტერს ესტუმრა.

არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოფელ საროს ყოფილი პრემიერების - ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი პირველად ეწვია.



ტაძარში სარკმლის საწყის ადგილზე დაბრუნება ის საკითხია, რომელიც მონასტრის მხრიდან ხელისუფლების ყველა წარმომადგენელთან ისმევა.



გთავაზობთ, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის საროში ოფიციალური ვიზიტის ამსახველ ვიდეოს.

ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საროს დედათა მონასტერს.

Print