საქართველოს პრეზიდენტი დედაენის დღეს ახალქალაქში აღნიშნავს.
პროტოკოლით გათვალისწინებულია სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ქალაქის ცენტრში, სადაც კულტურის სახლის კედელზე, ქართული ანბანით მოხატულ პანოს გახსნის და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ამ წუთებში ახალქალაქში ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი.