პოლიტიკა
ბორჯომის საკრებულოში ზაზა ჩაჩანიძე ახალმა დეპუტატმა ჩაანაცვლა
დღეს,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 5 საკითხი განიხილეს.

რიგით პირველი საკითხი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობას ეხებოდა, ზაზა ჩაჩანიძე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, დღეს, ბორჯომის საკრებულოში ბესიკ ლურსმანაშვილმა ჩაანაცვლა.

ცვლილება შევიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში,  გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლები. შემოსავლის წლიური გეგმა 23 283 210 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება გადასახდელების წლიურ გეგმას, თანხამ 30 467 383 ლარი შეადგინა.

Print