პოლიტიკა
პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები.


ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.



ადგილობრივების პროტესტი პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მოყვა, რომელიც დღეს იგეგმება. სოფელ ბირკიანში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ ხეობაში ჩასული მინისტრები მათ ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება. პანკისელები აღნიშნავენ, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ფოტო: პირველი არხი

Print