პოლიტიკა
პარლამენტმა ღვთისმშობლისადმი წილხვდომობის დღე უქმედ გამოაცხადა

 

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადებას საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა და ის ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული, კანონში ეს დღესასწაული მაინც აისახება. სპეციალურად ჩანიშნულ სესიაზე ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. 

წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 4 აპრილს კი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება.

 

Print