პოლიტიკა
"უკვდავი პოლკის" მსვლელობა ვეტერანების და ხელისუფლების მონაწილეობით ახალქალაქში (ვიდეო)
"უკვდავი პოლკის" მსვლელობას ახალქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი და მოსახლეობა შეუერთდა.

რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ვაჩაგან ვანციანის ბიუსტთან დაასრულა. მონაწილეებმა ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მსვლელობას შეუერთდა ექვსიდან სამი ვეტერანი. თითოეულ მათგანს ახალქალაქის ბიუჯეტიდან 1 000 ლარი გადაეცა.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თქმით, მათ რუსულ "უკვდავთა პოლკთან" კავშირი არ აქვთ და მსვლელობა დამოუკიდებლად მოაწყეს.

Print