პოლიტიკა
არშემდგარი ქვორუმის გამო, ახალციხის საკრებულოში სხდომა ვერ იწყება

 

ახალციხის საკრებულოში დეპუტატები ორი საათია სხდომის დაწყებას ელიან.

 

15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე, ამ დროისთვის 12 დეპუტატია მისული. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკრებულოს წევრებს ელოდებიან და სხდომა ამის შემდეგ დაიწყება. თუ საკმარისი რაოდენობა არ შეიკრიბება, სხდომას გადადებენ.

ქვორუმისთვის ნახევარზე მეტი დეპუტატია საჭირო. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 33 წევრია. სხდომა მაშინ დაიწყება, თუ საკრებულოში 17 დეპუტატი მივა. 

თვითმმართველობას დღის წესრიგით განსაზღვრულ 11 საკითხზე უნდა ემსჯელა.
Print