პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი ქართველებს 26 მაისს ულოცავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი ტექსტი ქართულ ენაზეა და საქართველოს ეროვნული დროშის ფონზეა გამოქვეყნებული.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ ფაშინიანი.

Print