პოლიტიკა
თამარ გოგოლაძემ, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს სხდომა დატოვა (ვიდეო)
ახალციხის საკრებულოს სხდომა, რომელიც პირველი კვარტლის სამუშაოების მიმოხილვას და სოფლებში ქონების გადაცემის საკითხს ეხებოდა, თამარ გოგოლაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც საკრებულოს წევრი განმარტავს, იგი აუდიტის სამსახურის მოწვევას კვირაზე მეტია ითხოვს, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.

თამარ გოგოლაძის გაღიზიანებას თავისუფალი არჩევანის საშუალება უწოდა საკრებულოს თავმჯდომარემ. გელა ნოზაძე განმარტავს, რომ აუდიტის მოწვევა ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის და იგი უმრავლესობამ უნდა მოითხოვოს.

სხდომა, 27 მაისს, 15:00 სთ–ზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში დასრულდა.
Print