პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზის გასავლელად, ფოკაში ჩავიდა

 

სალომე ზურაბიშვილი ფოკაშია. საქართველოს პრეზიდენტი ფარავნის ტბაზე წმინდა ნინოს გზის გასავლელად ჩავიდა.

 

ის ჯავახეთში შეკრებილ მომლოცველებს შეუერთდა. ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა.

პირველ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს.  თარიღი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში წელს განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან წმინდანის შემოსვლიდან 1 700 წელი გავიდა.

 

Print