პოლიტიკა
პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ
კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ეროვნული ბანკის შეფასებით, 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საგარეო სექტორის აქტივობის, კერძოდ კი, საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მატების კუთხით.

როგორც პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს მხოლოდ 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გარდა 2018 წლის ანგარიშისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დეპუტატებს შეკითხვები მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებითაც ექნებათ, მათ შორის პარლამენტის წევრები კობა გვენეტაძის აზრს ლარის კურსთან დაკავშირებითაც მოისმენენ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
Print