პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოადგილედ ზურა ხაჩიძე დანიშნა
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა, მესამე მოადგილის პოსტი მომღერალ ზურა ხაჩიძეს ჩააბარა. სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული პოზიცია ოფიციალურად მან 12 ივნისს დაიკავა.

ზურა ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბორჯომი-ასპინძის ოლქში, „საქართელოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო.
Print